22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
გერმანიაში ავტომობილი საზაფხულო კაფეში შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა - დაღუპულია, მინიმუმ, 3 ადამიანი

გერმანიაში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. ქალაქ მიუსტერში ავტომობილი საზაფხულო კაფეში შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა, არის მსხვერპლიც.

დაღუპულია მინიმუმ 3 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 30-ს აჭარბებს. უკვე ცნობილია, რომ ავტომობილის მძღოლმა თავი მოიკლა.

სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ.

ძალოვანები ხალხს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას და ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. 

დღის ამბები