22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
გერმანელი სამართალდამცველები ქალაქ მიუნსტერში მომხდარ თავდასხმას იძიებენ - გამოძიება ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს

გერმანელი სამართალდამცველები ქალაქ მიუნსტერში მომხდარ თავდასხმას იძიებენ.

რამდენიმე საათის წინ ქალაქის ისტორიულ ცენტრში, პიკაპის ტიპის ავტომობილი საზაფხულო კაფეში შეიჭრა და ფეხით მოსიარულეებს გადაუარა.

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 20-ს აჭარბებს. მათგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მძღოლმა თავი მოიკლა. გამოძიებისთვის თავდამსხმელის ვინაობა უცნობია, პოლიცია მის სავარაუდო თანამზრახველებს ეძებს.

მანქანაში აღმოჩენილია საეჭვო ნივთი, რომელსაც ამ წუთებში ექსპერტები სწავლობენ.

გამოძიება ტერაქტის ვერსიაზე მუშაობს.

ძალოვანები ხალხს ქალაქის ცენტრში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. თავდასხმა მიუნსტერში სტოკჰოლმის ტერაქტის წლისთავს დაემთხვა. ზუსტად ერთი წლის წინ შვედეთის დედაქალაქში ანალოგიურ თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები