22 ივნისი 2024,   06:31
ვრცლად
„ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის მარჯვენა ხელი მურად მარგოშვილი მოკლეს 

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის, აბუ ბაქრ ალ ბაღდადის უახლოესი მოკავშირე მუსლიმ ალ შიშანი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეარხი "Al Sumaria" ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის მარჯვენა ხელის მურად მარგოშვილის ლიკვიდაცია ქალაქ კირკუკის შემოგარენში მოხდა.

ტელეარხ "Al Sumaria"-ს აღნიშნული ოპერაციის შესახებ ინფორმაცია ერაყის სამხედრო სამსახურიდან მიაწოდეს. ტელეკომპანიის ცნობით, ოპერაციის მსვლელობისას ძალოვანებმა ტერორისტული დაჯგუფების სხვა ლიდერებზე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების მოძიებაც შეძლეს. 

მუსლიმ ალ შიშანის სიკვდილის შესახებ ცნობა არც მისი ოჯახის წერვებს არ მიღიათ. პანკისის ხეობის მკვიდრი, მათე ქავთარაშვილი აღნიშნავს, რომ მურად მარგოშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მისი ოჯახის წევრებმა ამ დრომდე არაფერი არ იციან.

დღის ამბები