20 აპრილი 2024,   17:46
ვრცლად
რასიზმი თუ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე - ნიგერიელი სტუდენტები და ადგილობრივები მომხდარის განსხვავებულ ვერსიებს ყვებიან

რასიზმი თუ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე - ბელიაშვილის ქუჩაზე ადგილობრივ მცხოვრებლებსა და უცხოელ სტუდენტებს შორის მომხდარი კონფლიქტი არა მხოლოდ სისხლის სამართლებრივი, არამედ საზოგადოებრივი განხილვის საგანიც გახდა. დაპირისპირების მონაწილე მხარეები მომხდარის სხვადასხვა მიზეზებზე საუბრობენ. უცხოელი სტუდენტები მიიჩნევენ, რომ მათ მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო გაუსწორდნენ. მეზობლები კი ყვებიან, რომ ჩხუბი ადგილობრივი ბავშვის შეურაცხყოფას მოყვა.

არსებობს ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, რომ ხელჯოხებით შეიარაღებული მამაკაცები შავკანიან სტუდენტებს სცემენ. ვიდეომასალაში ისმის შეძახილებიც, ადგილობრივები სტუდენტებს ჯერ მათი უბნის შემდეგ კი ქვეყნის დატოვებას სთხოვენ.

სტუდენტების ინფორმაციით ადგილზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს თუმცა მათი მტკიცებით სამართალდამცველებს მომხდარზე შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ.

პოლიცია საქმეს აშკარა ფაქტის, ძალადობის მუხლით იძიებს, მაგრამ იურისტები და არასამთავრობოები საქმის გადაკვალიფიცირებას და გამოძიების გაგრძელებას რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მოითხოვენ. 

დღის ამბები