22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
ეს ხალხი ძალიან ჰგავს გუგულებს, რომლებიც სხვის ბუდეში დებენ კვერცხებს - დავით ჭიჭინაძე თანაგუნდელებზე საუბრობს 

„გუგული, ასეთი ფრინველი გაგიგიათ ხომ? სხვის ბუდეში დებს კვერცხებს ხოლმე, ეს ხალხი ძალიან ჰგავს გუგულებს“- ეს შედარება თანაგუნდელების მისამართით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ, გუნდში დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.

ხმაურიანი განცხადებების ავტორი, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერს დღეს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მამუკა მდინარაძეს თანაგუნდელები მმართველობის ფორმას უწუნებენ. უმრავლესობის ნაწილი გუნდში პრობლემებზე ღიად ალაპარაკდა.

„ისინი ისევ და ისევ გუშინდელი შეხვედრის შედეგებს თავისებურ ინტერპრეტაციებს უკეთებენ. ის იყო საუბარი, რომ ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ჩვენ სულ ყველა შევათანხმებთ,  თუ იმას დავთანხმდებით, მერე თუ ვინმე იმას დაარღვევს... შესაბამისად, რაზეც შეთანხმდები არ უნდა დაარღვიო.

ჟვანიას მაგალითი არსებობდა, არ მოწონდა შევარდნაძე დატოვა მისი გუნდი, ნინო ბურჯანაძეს არ მოწონდა სააკაშვილის გუნდი დატოვა  ამიტომ არცერთი თანამდებობა არ აძლევს არავის იმ ინდულგენციას, რომ გააკრიტიკოს იმ პარტიის თავმჯდომარე.

თუ ვინმეს ვიღაცა არ მოსწონს, დეპუტატები არიან. ეს ხომ არ არის მინისტრი, მინისტრის მოადგილე რომ მოხსნა და გაუშვა სახლში? ეს არის  დეპუტატი, არჩეული. ან თავის ნებით უნდა წავიდეს ან რამე დანაშაული უნდა ჩაიდინოს. იმედია, მაგ დონემდე არ დაეცემიან, რომ დანაშაული ჩაიდინონ,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

ჭიჭინაძემ ასევე ისაუბრა გუშინ პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე. დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ,  შეთანხმდნენ, რომ პარლამენტარებს გარკვეულ ქცევის კოდექსს და შესაბამის სანქციებს დაუწესებენ.

დღის ამბები