10 ოქტომბერი 2024,   11:31
ვრცლად
"მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლებაში იმატებენ გაშმაგებულად ხელფასებს და არავინ არ ფიქრობს პენსიონერებზე,"- ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები რუსთავში იმყოფებოდნენ. ნიკა მელია და დავით კირკიტაძე წულუკიძეების ოჯახში მივიდნენ. ოჯახი გაუსაძლის მდგომარეობაშია - მათი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა - რევაზ წულუკიძეს მხედველობა აქვს წართმეული და პენსიის ძირითადი ნაწილი მედიკამენტებში. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ პარტიის საპენსიო კონცეფცია გააცნეს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში პენსია 400 ლარი გახდება.

"ის თანხა რომელიც უნდა ხმარდებოდეს პენსიონერებს, ხმარდება "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებს. ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობა" შევძლებთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათ გაუხდეთ პენსია 400 ლარი"

"ქართული ოცნების" ხელფასებსა და არასწორ საპენსიო პოლიტიკაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რთი წევრი, ნიკა მელია. 

"მილიარდერი ივანიშვილის ხელისუფლებაში იმატებენ გაშმაგებულად ხელფასებს და არავინ არ ფიქრობს პენსიონერებზე,"-აცხადებს ნიკა მელია. 

დღის ამბები