22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
აშინებთ მარგველაშვილი როგორც ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ამიტომ დაიწყო ეს შეტევები - მანანა ნაჭყებია 

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას და კრიტიკას ეხმაურება. 

საქმე ეხება შეწყალების თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორს დაწყებულ დაპირისპირებას. 

მანანა ნაჭყებია მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის თანამშრომლობაზე საუბრობს.

ნაჭყებია ამბობს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტევა განაპირობა იმ შიშმა, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მიმართ „ქართულ ოცნებას“ აქვს.

„ქართული ოცნების“ და ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ქმედება ერთმნიშვნელოვნად იკითხება ამ სიტუაციაში. ეს მართლაც გახარებული პოლიტიკოსები... არ შეიძლება პოლიტიკოსს გაუხარდეს ტრაგედია იმის გამო, რომ მის წისქვილზე წყალი დაასხა. გამოცვივდნენ ახლა და ბუნებრივია იკითხება ქვეტექსტი, რომ მათ აშინებთ მარგველაშვილი როგორც ერთიანი ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი. ამიტომ დაიწყო ეს შეტევები. ისინი ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მარგველაშვილი, რომელიც ოპოზიციის ლიდერი შეიძლება გახდეს არის საშიში ამ ეტაპზეც, მომდევნო ეტაპზეც,“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. 

დღის ამბები