22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ გაიმართება

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ 21:00 საათზე გაიმართება. მმართველი გუნდის წევრებმა ურთიერთბრალდებები და დაპირისპირების მიზეზები ქუთაისში დაგეგმილ შეკრებაზე უნდა გაარკვიონ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილმა მედიასთან არ დააკონკრეტა თუ რა საკითხის დაყენებას აპირებს ხვალინდელ სხდომაზე.

„ეს ტერმინები, ვინც დაამკვიდრა - ძველი და ახალი სახეები, იმათ მოსთხოვეთ პასუხი, ეს არ შეიძლება,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

მმართველი გუნდის ნაწილი აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნებში ვინც აქტიურად იბრძოდა, მათ სათანადო დაფასება სჭირდებათ.

„კი არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ნაკლები დამსახურება აქვთ დღევანდელი პირობების შექმნისთვის, რაც რეჟიმის დამარცხების შემდეგ შეიქმნა, შეიძლება ზოგს მეტი, ზოგს ლომის წვლილი აქვს მიღებული, ზოგს სისხლი, ოფლი დაუღვრია, ზოგს ნაკლები უშრომია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს ქვეყნის მსახურება დავუშალოთ. მე ვისურვებდი, რომ თუ ასეთი ოდიოზური ფიგურები გვყავს, თვითონ უნდა შეიკავონ თავი, რომ ყოველ დღე ეკრანზე არ იყონ,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნების წევრმა, კარლო კოპალიანმა.

ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

„ჩვენ რომ ცალკე მივიღებთ 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე ჩვენ განვაცხადეთ, დაახლოებით, 4 თვის წინ, როცა ყრილობა ჩავატარეთ, ეს არ უკავშირდება ამ მიმდინარე პროცესებს,“- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები