22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
„ნამდვილად არ წვიმს ისე, როგორც ქუხს, მე ვერ ვხედავ უმრავლესობაში რაიმე სერიოზულ საფრთხეს"- ირაკლი სესიაშვილი

„ნამდვილად არ წვიმს ისე, როგორც ქუხს, მე ვერ ვხედავ უმრავლესობაში რაიმე სერიოზულ საფრთხეს,“- ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.

სესიაშვილმა „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებაზე  ისაუბრა და თქვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის იმდენად მწვავე დაპირისპირება, რომ მმართველ პარტიაში გადაჯგუფება მოხდეს.

"მეტიც, მგონია, რომ ეს ყვლაფერი გადამეტებულია. შეიძლება ვიღაცას მეტი ემოციური ფონი ჰქონდა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებდა, ამიტომ ხვალინდელ უმრავლესობის სხდომას ვუყურებ, როგორც ჩვეულებრივად, ტრადიციულად, უმრავლესობის შეკრებად, სადაც ჩვენ ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ხვალ 21:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები