22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
„არავითარი აბუსერიძე, მათიკაშვილს უნდოდა მამუკასთან გადახვევა მამუკამ უთხრა არაო“ - ქანთარია თანაგუნდელებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი და დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დეპუტატებს შორის მდგომარეობის განსამუხტად მანდატურის ჩართვა გახდა საჭირო.

მმართველი გუნდის ლიდერები თანაგუნდელებს შორის მომხდარ დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

დაპირისპირებას უარყოფს ინციდენტის მონაწილე ირაკლი აბუსერიძეც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი კი მომხდარის შესახებ ხუმრობს.

„არავითარი აბუსერიძე. დავით მათიკაშვილს უნდოდა მამუკასთან გადახვევა მამუკამ უთხრა არაო“- ამბობს ნუკრი ქანთარია.

ინციდენტი ცოტა ხნის წინ პარლამენტში მოხდა. ფაქტის ამსახველი კადრების გადაღება "კურიერის" კამერამ შეძლო. 

დღის ამბები