22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
„ალგეთის ლეკვები ტირიან ისეთი მდგომარეობაა“ - შალვა ნათელაშვილი სოფელ ჯვარაში ჩავიდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი თეთრიწყაროს რაიონში სოფელ ჯვარაში ჩავიდა, სადაც შალვა ნათელაშვილი მტკიცებით, ათასობით საღი ხეა მოჭრილი და მიუდგომელ მთაზე გადამალული.

ნათელაშვილმა პროკურატურას მიმართა, რომ დროულად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ მოკვლევა ფაქტზე,

„ლეიბორისტების“ ლიდერი ხეების მოჭრაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.

„ალგეთის ლეკვები ტირიან ისეთი მდგომარეობაა დღეს. მოვუწოდებ გენერალურ პროკურორს, შს მინისტრს, ეს დანაშაულის შემთხვევის ადგილი, აქ უკვე პოლიტიკა ზედმეტია. ჩამოდით საგამოძიებო ჯგუფი, შეადგინეთ დოკუმენტაცია, დაიწყეთ დაკავებები და დაიწყეთ ბიძინა ივანიშვილით. არც ერთმა დამპყრობელმა, ჯალალედინით დაწყებული შაჰ აბასით გაგრძელებული, არ გააკეთა ის, რაც ქნა საქართველოში დაბადებულმა ამ უჯიშო დამნაშავე ქართველმა - ბოროტებამ - გვარად ივანიშვილმა,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები