22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
პრეზიდენტის მორიგი სკანდალი - სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეწყალებული ნიკოლოზ თავაძის მიმართ განაჩენი ვერ აღსრულდება

მსჯავრდებული, რომელიც პრეზიდენტმა საქმის სასამართლო განხილვის დასრულებამდე შეიწყალა -ნიკოლოზ თავაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლო მსჯელობს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება ის ერთადერთი მსჯავრდებული იქნება, რომლის მიმართაც მსჯავრი ვერ აღსრულდება, რადგან ქვეყნის პირველმა პირმა ის ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე შეიწყალა.

ნიკოლოზ თავაძე 2016 წლის 27 მაისს ყაზბეგის გამზირზე მომხდარი დაჭრისთვის რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას სახელმწიფო ბრალდება გიორგი უგრეხელიძის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მუხლი შეცვალა. დამნაშავედ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ცნო და თავისუფლება სამი წლით აღუკვეთა მიუსაჯა, რამდენიმე თვეში კი ის საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა.

სახელმწიფო ბრალმდებელი ირწმუნება, რომ საქართველოს პრეზიდენტს მათთვის არ მიუმართავს, არც შეწყალების კომისიიდან უკითხავს ვინმეს - აპირებდა თუ არა პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

ნიკოლოზ თავაძის შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტს თავად ბრალდებულმა და მისმა დედამ კანონის სრული დაცვით მიმართეს. თავაძეს მოხდილი ჰქონდა სასჯელის ერთი მესამედი და მისი ადვოკატის მტკიცებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც სამართლებრივად სრულად გამართულია.



დღის ამბები