ოთხი ქართველი კანონიერი ქურდის და კიდევ 33 მოქალაქის დასაკავებლად საბერძნეთსა და საფრანგეთში სპეცოპერაცია ჩატარდა. სპეცრაზმი საქართველოს მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებში 16 აპრილის ღამეს შევიდა. სპეცოპერაციის დროს აიყვანეს ე.წ. ქურდული სამყაროს ერთ-ერთ გავლენიანი წევრი ლაშა შუშანაშავილი. კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც ნახევარ ევროპას აკონტროლებდა, სალონიკში დააპატიმრეს.
ლაშა შუშანიშვილი კრიმინალური ავტორიტეტის, შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წევრი იყო. 2006 წელს კალაშოვმა მისი დაკავების შემდეგ შუშანაშვილი მის ადგილმონაცვლედ დაასახელა, რასაც ლაშა რუსთავსკისა და კიდევ ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს - ტარიელ ონიანს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ბოლოს ლაშა შუშანაშვილი 2012 წელ დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
ფრანგმა, ბერძენმა და ქართველმა სამართალდამცველებმა ერთობლივი სპეცოპერაციის დროს კიდევ 3 კანონიერი ქურდი, ნოდარ შუკაკიძე, იგივე ნოდო გლდანსკი, მერაბ ასანიძე, იგივე ჩიკორა და ალექსანდრე კობალაძე, იგივე სიუ დააკავეს.
დაკავებულთა შორის სამი ქალია. გამოძიების ინფორმაციით, ორი ე.წ. ქურდული სამყაროს ე.წ. მაყურებლის, ერთი კი კანონიერი ქურდის ცოლია.
ბინების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, ფული, ძვირფასეულობა და სხვა ნივთები.
სპეცოპერაციის დროს საფრანგეთში დააკავეს მსახიობი და მომღერალი „კაბუ“. კახა აბუაშვილს სამართალდამცველები ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. მომღერლის დედა ყვება, რომ შვილი საფრანგეთში სამკურნალოდ იყო წასული