22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
დაუმორჩილებლობის მარში - სარქისიანს ახალი მთავრობის დაკომპლექტება მომიტინგეების შეძახილების ფონზე მოუწია

დაუმორჩილებლობის მარში სომხეთში - აქტივისტების დაკავებების მიუხედავად, რომელიც პოლიციამ დილიდან დაიწყო ერევნის ცენტრში შეკრებილი უკან დახევას არ აპირებენ. ოპოზიცია კვლავ ხავერდოვან რევოლუციაზე საუბრობს.

სახალხო პროტესტის მიუხედავად სერჟ სარქისიანი დღეს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა და მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი დააკომპლექტა. მის უსაფრთხოებას კი მთავრობის ადმინისტრაციის გარეთ მობილიზებული სპეცრაზმი უზრუნველყოფდა, რომელმაც შენობა ალყაში მოაქცია. აქციის მონაწილეებმა კი შენობის ბლოკირება სცადეს.

ძალოვანი უწყების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში, მათ არასანქცირებული მარშის 84 მონაწილე ჰყავთ დაკავებული. დანამდვილებით ცნობილია, რომ მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

ომბუდსმენის ოფისი ხელისუფლებას მათ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, ოპოზიციის ლიდერები კი პოლიციას ხალხის მხარეს გადასვლას ურჩევენ.

დღის ამბები