22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
ე.წ. პიჯაკების საქმე - თემურ ჯანაშიას თქმით, აუდიტის სამსახურის დასკვნა პროკურატურის დაკვეთაა

საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა.

დღეს აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი დაკითხეს, რომელმაც ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რის საფუძველზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, ბრალი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბარდლებით წაუყენეს.


აუდიტორი ნოდარ ვეკუა, მედიასთან კომენტარს არ აკეთბს. სხდომაზე კი განაცხადა, რომ თანხები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ნაცვლად, ბიუჯეტის სხვა მუხლებიდან უნდა დახარჯულიყო.


„ძალიან ბევრი სისულელე თქვა, მათ შორის იყო ის, რომ კოსტიუმები პრეზიდენტის ფორმა რომ ყოფილიყო ამ შემთხვევაში შეიძლება შეძენილიყო. ყველას ვერ ჩამოვთვლი, შემდეგ პროცესზე მოუწევს ამ სისულელეებზე პასუხის გაცემა.

დარწმუნებით, რომ ეს არის ფარატინა ქაღალდი პროკურატურის დაკვეთით შესრულებული“- აცხადებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია.

 

დღის ამბები