26 დეკემბერი 2024,   14:40
ვრცლად
"სტრესტესტი," რომელმაც გააძლიერა "ქართული ოცნება" - თალაკვაძე უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უმრავლესობაში არსებულ დაპირისპირებას „სტრესტესტს“ უწოდებს, რომელმაც უმრავლესობა გააძლიერა.

თალაკვაძემ დღეს უმრავლესობის სხდომის გადადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სხდომა თემატურ საკითხებს დაეთმობა.

რაც შეეხება კოლეგის დავით ჭიჭინაძის პოზიციას, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსები უმრავლესობას უნდა ჩამოშორდნენ თალაკვაძე არ ეთანხმება. მისი თქმით, ახალ გუნდში ბევრი ძალიან პროფესიონალი კადრია.

„ეს იყო სტრესტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ ჩვენი გუნდის „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ.

შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს. არასწორია ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად“-აცხადებს თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები