26 აპრილი 2024,   10:24
ვრცლად
კრემლი აშშ-სგან პუტინის მიწვევას ელოდება

კრემლში ვლადიმერ პუტინის ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით დონალდ ტრამპისგან ოფიციალურ მიწვევას ელოდებიან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერი თეთრ სახლში სატელეფონო საუბრისას დაპატიჟა და ეს შეთავაზება ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გაიმეორა.

სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი არავის არაფერს აძალებს და არც საკუთარი თავის უზრდელად წარმოჩენა სურს.

ინტერვიუში რუსეთის პირველმა დიპლომატმა სირიის კრიზისზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ დასავლეთის ოპერაციის შემდეგ შეერთებულ შტატებს მორალური უფლება არ აქვს რუსული "ეს-300" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების სირიისთვის მიწოდებას ხელი შეუშალოს.

დღის ამბები