26 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
ერევანში აქციის მონაწილეებმა ქუჩები გადაკეტეს, მძღოლებმა მანქანებით გზები ჩახერგეს

ერევანში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებმა ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. აქციას მძღოლებიც შეუერთდნენ, რომლებმაც გზები მანქანებით ჩახერგეს.

სამართალდამცველები კი აქტივისტების დაკავებებს განაგრძობენ. ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაში 183 მომიტინგეა გადაყვანილი.

უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს სამთავრობო შენობებთან. ერევნის მერიასთან კი სპეცრაზმებია მობილიზებული.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკან დახევას არ აპირებენ და ვიდრე ხელისუფლება არ შეიცვლება, ბრძოლას გააგრძელებენ.

ქვეყნის პრემიერმინისტრი კი ირწმუნება, რომ არ სურს ძალისმიერ მეთოდებს მიმართოს, თუმცა მიიჩნევს, რომ დაუსჯელობის განცდა არავის უნდა ჰქონდეს.

დღის ამბები