მსხვერპლი მოჰყვა აფეთქებას ქაბულში. თავდასხმა ამომრჩეველთა რეგისტრაციის ცენტრზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შესასვლელთან, სადაც უამრავი ადამიანი რიგში იდგა, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები. დაშავებულთა რიცხვი კი 60-ს აღწევს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
დაჯგუფების განცხადება სააგენტო "ამაქმა" გაავრცელა. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარში ორ ტერორისტულ დაჯგუფებას ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, "თალიბანისა" და "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები ავღანეთში ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ.