22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
დაბზარული სახლები, ჩამონგრეული გვირაბი და დაზარალებული მოსახლეობა - შუახევში გახსნილმა ჰესმა 8 თვეა მუშაობა შეაჩერა

მაღალმთიანი აჭარის სოფელ მახალაკიძეებში მთის ფერდობიდან ლოდებმა ცვენა დაიწყო. მოსახლეობა ყვება, რომ 42 მილიონიანი შუა ხევის ჰესის ასაშენებლად, გვირაბი დამეწყრილ სოფლებში ბურღვით და აფეთქებებითი სამუშაოებით გაიყვანეს. 

გეოლოგების დასკვნის მიხედვით, მახალაკიძეებში გვირაბების გაყვანა დაუშვებელია. მოსახლეობა კი შიშობს, რომ გეოლოგების დასკვნა მართლდება. აფეთქებებმა მდინარეების შენაკადების დაშრობა, მოსავლის შემცირება და სახლების დაბზარვა გამოიწვია.

სოფელში ბეტონის ნაგებობები დაიბზარა, ხის სახლებში კი კედლები ერთმანეთს დაშორდა.

მახალაკიძეების მსგავსად, სოფელ ღურტელების მოსახლეობასაც მსგავსი პრობლემა აქვს. დაბზარულ კედლებს გვირაბების მშენებლობას უკავშირებენ.

მოსახლეობის სახლებში კედლები დაბზარულია და იატაკი ჩავარდნილია. ადგილობრივები იხსენებ, რომ 2014 წელს, ჰესის მშენებლობის დროს, პროტესტის საშუალება ღურტელებს პოლიციამ არ მისცა და ისინი იძულებით დაშალეს.

სოფლების მოსახლეობას შიში მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც ჰესის ამუშავებიდან რამდენიმე თვეში მთავარი გვირაბი ჩამოინგრა. ჰესი, რომელიც თავის დროზე, თავად პრემიერ-მინისტრმა გახსნა, უკვე 8 თევა გაჩერებულია.

სამთავრობო უწყებებში განმარტავენ, რომ კომპანიის საქმიანობის შედეგად მოსახლეობას ზიანი არ მისდგომია. გვირაბის ჩამოშლის ზუსტ მიზეზებს ვერ ასახელებს ეკონომიკის სამინისტროშიც.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში გარემოზე მიყენებულ ზიანზე საუბრობენ.

ავტორი: ნანიკო სისვაძე. 

დღის ამბები