სომხეთში მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას ერთ კვირაში ელოდებიან. მოქმედი მთავრობის გადაგომის შესახებ კი დადგენილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.
ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერები მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან დაიწყებენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნას ითხოვენ. დღეს კი სომეხთა გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით მსვლელობები არ გაიმართება.
პრემიერ-მინისტრის გადადგომას ათასობით ადამიანი ერევნის ქუჩებში გვიან ღამემდე ზეიმობდა.