22 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
სამ დღიანი ტყვეობის შემდეგ საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონიდან გატაცებულები გაათავისუფლა 

სამ დღიანი ტყვეობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმმა, გორის რაიონის სოფელ ქერიდან გატაცებული აკაკი მისირელი გაათავისუფლა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისირელი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ერგნეთში საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქესთან ერთად გადასცეს. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული იყო გორის კიდევ ერთი მკვიდრი სოსო დვალიშვილიც.

ორივე გათავისუფლებული ამ დროისათვის საკუთარ სახლებში იმყოფება, თუმცა მანამდე ისინი გატაცების დეტალებთან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში გამოკითხეს.

„საქონელი მყავდა, გადავიდნენ იქით და გადავედი გადმოსარეკად. ჩასაფრებულები იყვნენ და დამაკავეს. ორნი იყვნენ, შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ. 2000 მანეთით უნდა დაგაჯარიმოთო. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა არისო,“-განაცხადა აკაკი მისირელმა.

დღის ამბები