ყაჩაღობა თბილისში - დანით შეიარაღებული პირი კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ "იოლში" შეიჭრა.
როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე.
უწყების ცნობით, ბრალდებული თბილისში, კოსტავას ქუჩაზე სუპერმარკეტ ,,იოლი"-ში შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს