27 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
თბილისში ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს - დაჭრილია ერთი ადამიანი 

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ფსიქოტროპული აფთიაქი დააყაჩაღეს. ცივი იარაღით შეირაღებული ორი პირი თავს აფთიაქის თანამშრომელს დაესხა და თანხის მოთხოვნისას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

თავდამსხმელებმა აფთიაქიდან ფული და ფარმაცევტის პირადი ნივთები გაიტაცეს.

შს სამინისტრომ ორივე თავდამსხმელი კახეთი გზატკეცილზე დააკავა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დღის ამბები