22 დეკემბერი 2024,   06:05
ვრცლად
ყაჩაღობა კასპის რაიონში - თავდამსხმელებმა სამი ადამიანი დააბეს და მათ დანით ჭრილობები მიაყენეს 

ყაჩაღობა კასპის რაიონში - თავს სოფელ ფერმაში ერთ-ერთ ოჯახს დაესხნენ. ოჯახის წევრთა ინფორმაციით, სახლში სამი ნიღბიანი პირი შეიჭრა. ისინი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.

ისინი თანხას და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. თავდამსხმელებმა  ოჯახის სამი წევრი ჯერ დააბეს, შემდეგ კი მათ დანით ჭრილობები მიაყენეს.

ოჯახის ინფორმაციით, წაღებულია 3000 ლარამდე თანხა და ოქროს ნივთები.

„ძალიან არიან დაჭრილები და ძალიან ნაცემები არიან, რამდენი ხანია ასტი რამე არ იყო და ახლა კიდევ დაიწყეს. არა გვხედავს მთავრობა“- ამბობს დაზარალებულების მეზობელი თამარ იალიკიზი.

სამართალდამცველებმა ოჯახის ორი წევრი პოლიციის შენობაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ოჯახის ინფორმაციით, ყაჩაღობის შემდეგ თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს. როგორც ცნობილია, დაზარალებულებმა ამოიცნეს თავდამსხმელები, თუმცა შს სამინისტროს ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არავინაა.

შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სსკ 179-მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 5-12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები