ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავა.
დადგინდა, რომ დაკავებულმა 2 ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, სამუშაოების ჩაბარების სანაცვლოდ, 500 და 700 ლარი მოსთხოვა.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია, ამბობს, რომ მისთვის უცნობია მომხდარის დეტალები და იცის მხოლოდ ის, რომ გამოძიება მის თანამშრომელს ქრთამის აღებას ედავება.