22 დეკემბერი 2024,   06:09
ვრცლად
მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური - გიორგი კვირიკაშვილი

„დღეს, მოგეხსენებათ, რომ მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური,“ - ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა ქართული ოცნების ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილი მედიას აკრიტიკებს და ჟურნალისტებს ახალი ამბების დღის წესრიგს უწუნებს. ის ამტკიცებს, რომ მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია და აქცენტი ყოველთვის ნეგატივზე კეთდება. 

„მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდში პარტიას  და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეცვალა რეალობა ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას და პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ განახლება არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ ქართულ ოცნებას. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა პარტიული ორგანიზაციის მუშაობაში. დღეს, მოგეხსენებათ, რომ მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური და სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე ხდება აქცენტის გაკეთება, თუმცა, როდესაც ჩვენ გადავავლებთ თვალს, თუ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს, ამ დარბაზში  მხდომს და არა მხოლოდ, აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები