ბათუმში ძლიერი ხანძარია. როგორც ცნობილია, ცეცხლი სასტუმრო "ლეოგრანდთან" ბარაკების ტიპის რამდენიმე საცხოვრებელ სახლს უკიდია.
ადგილზე მობილიზებულები არიან სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.