22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
„გვქნება, ალბათ, ხვალ კონსულტაციები და ხვალ გვეცოდინება, როდის შედგება უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრა," - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობა კვლავ გადამწყვეტი შეხვედრის მოლოდინშია. რამდენჯერმე გადადებული და გაჭიანურებული შეხვედრის ახალი თარიღი სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა. შეხვედრაზე დაპირისპირებული მხარეები ურთიერთბრალდებების მიზეზებს და ქცევის კოდექსის დეტალებს განიხილავენ.

„ჩვენ გვქნება ალბათ ხვალ გარკვეული კონსულტაციები და ხვალ ალბათ გვეცოდინება, როდის შედგება უმრავლესობის ფორმატში მორიგი შეხვედრა. გვექნება ყველა საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში და ამის საფუძველზე, ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები