03 მაისი 2024,   14:27
ვრცლად
"6 წლის განმავლობაში ძალით შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა" - მარგველაშვილი

"6 წლის განმავლობაში ძალით შევასუსტეთ ინსტიტუტები და ვერ შევქმენით უფრო დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა, რომელიც უფრო სწრაფად მიებმებოდა ხალხს და საზოგადოებას,“- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ინსტიტუტები შესუსტდა.

„ამ პერიოდში ჩვენ შევედით იმ რეალობაში, რომელშიც, ვინც პოლიტიკაში ყოფილხართ, გახსოვთ, შედიოდნენ სხვა პოლიტიკური პარტიებიც, „მოქალაქეთა კავშირი“ იქნებოდა, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებოდა, როდესაც ხელისუფლების იმხელა კონცენტრაცია ხდება, რომელიც საშიში ხება დემოკრატიისთვის, მმართველი პარტიისთვის,“- აღნიშნა მარგველაშვილმა.

მან პარლამენტს მოუწოდა, რომ საარჩევნო კანონი 2024 წლამდე შეცვალონ.

„ჩემი ყველაზე დიდი მოწოდება და რჩევა ამ პარლამენტისთვის არის სასწრაფოდ, სანამ შევიდა ახალი კონსტიტუცია ძალაში, შევცვალოთ საარჩევნო კანონი და არა 2024 წელს, არამედ დღესვე ვიფიქროთ ამ კანონის ცვლილებასა და ხელისუფლების გადანაწილებაზე, რომელიც სერიოზული წინაპირობა იქნება ქვეყნის და მმართველი პარტიის სტაბილურობისთვის,“- განაცხადა მარგველაშვილმა.

 

 

დღის ამბები