16 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
მეც ვუერთდები მოწოდებას "არა რუსულ კანონს",  რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება - კახა კალაძე 

მეც ვუერთდები მოწოდებას "არა რუსულ კანონს" - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთელების ნაწილის მოწოდებებზე საუბრისას განაცხადა.

კალაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსულ კანონებს არასდროს მიიღებს:

"მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული," -განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები