22 დეკემბერი 2024,   07:47
ვრცლად
პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ორი წევრი დაკავებულია - პოლიციის განყოფილებასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ორი წევრი - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი დაკავებულები არიან. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით გირჩის წევრები პოლიციის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიდნენ. ისინი, წინასწარი დაკავების იზოლატორში წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ხელბორკილებით გადაიყვანეს. სამართალდამცველები "გირჩის" კიდევ ერთ წევრს, ნიკა ობოლაძეს კი რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ, რომელიც პროტესტის ნიშნად პოლიციის განყოფილებასთან ქოთანში ჩარგული კანაფით ხელში მივიდა. გირჩის წევრების რამდენიმესაათიანი დაკითხვის პარალელურად, განყოფილებასთან რამდენჯერმე დაიძაბა ვითარება პოლიციელებსა და მათ თანაგუნდელებს შორის. 

დღის ამბები