ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის დასრულებისთანავე, რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.
რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, მას შემდეგ რაც ახალი სახელმწიფო მეთაური მოვალეობის შესრულებას იწყებს, მთავრობის წევრები პოსტებს ფორმალურად ტოვებენ და ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე თანამდებობებზე მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით რჩებიან.
ახალ მთავრობას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ, რადგან ვლადიმერ პუტინმა პარლამენტს პრემიერის პოსტზე დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა უკვე წარუდგინა. ახალ კაბინეტში შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მინისტრი შეიცვალოს.