13 ოქტომბერი 2024,   01:32
ვრცლად
ქრთამი ვიზების სანაცვლოდ-თბილისში აკრედიტებული რუსი დიპლომატები ახალ სკანდალში ეხვევიან

თბილისში აკრედიტებული რუსი დიპლომატები ახალ სკანდალში ეხვევიან. ამჯერად მათ ვიზების სანაცვლოდ ქრთამის სახით ფული აღებაში ადანაშაულებენ. სკანდალური წერილი თბილისიდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა გაუგზავნეს, ვინც რუსეთის პოლიტიკას მხარს უჭერს.

რუს დიპლომატებს კორუფციაში, რუსეთის ინტერესების სექციასთან შეკრებილი მოქალაქეებიც ადანაშაულებენ. ისინი ასევე რუსეთის ინტერესების სექციაში არსებულ არაორგანიზებულობაზე საუბრობენ.

საკონსულოსთან რუსეთში წამსვლელთა რიგი დილის 07:00 საათიდან იწყება, თუმცა არც რუსეთის მოქალაქეებს და არც ქართული პასპორტის მფლობელებს არავითარი გარანტია არ აქვთ, რომ მათ იმავე დღეს მიიღებენ და პასუხს დროულად გასცემენ. რუსეთის საელჩოსთან მომლოდინეები ამბობენ, რომ ვითარება წინა თვეებთან შედარებით თანდათან უფრო გართულდა და რუსეთის ინტერესების დაცვის სექციაში სრული განუკითხაობაა. 

 

დღის ამბები