22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
ანტისანიტარია სოფლების ამბულატორიებში - ექიმებს პაციენტების მომსახურება ამორტიზებულ შენობებში უწევთ

კახეთის სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ამბულატორიების მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის დაპირების მიუხედავად სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია არც ერთ სოფელში არ ჩატარებულა.

სოფლების ამბულატორიებში დაცული არ არის ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. მათ შორის არის ახმეტის რაიონის სოფელი მატანის  და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის ამბულატორიები.

სადაც ექიმებს პაციენტებისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევამდე ხელის დაბანის საშუალებაც არ აქვთ. შენობებში არც წყალია და არც ბუნებრივი აირი. ჭერიდან წვიმა ჩამოდის, დახეთქილი იატაკიდან კი მწერები და ზოგჯერ ქვეწარმავლებიც გამოდიან.

მელაანში კი შენობის ავარიულობის გამო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა სოფლის ექიმები მის შენობაში გადაიყვანა. ახლა ამბულატორიის ყველა თანამშრომელი ერთ ოთახში მუშაობს. 

ავტორი: ია გულიაშვილი

დღის ამბები