22 დეკემბერი 2024,   09:56
ვრცლად
„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი, თუ ბიცოლა" - კალაძე

„ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიციელის ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილ-მამიდაშვილი თუ მისი ბიცოლაა, არ აქვს მნიშვნელობა,“- ეს განცხადება, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე გააკეთა.

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებისთვის დაკავებულის ძმა ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო.

„კანონი არის ყველასთვის კანონი, უზენაესი, ჩვენ არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ჩვენ ეს მიდგომები არ გვახასიათებს, შესაბამისად, ვინც დაარღვევს კანონს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პასუხი აგებინონ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები