სეტყვა თელავის მუნიციპალიტეტში - სტიქიამ სოფლები, კისისხევი და წინანდალი დააზარალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სტიქია დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
თელავის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაცით, სტიქიის მასშტაბები მცირეა და ზარალის ზუსტი ოდენობის დასადგენად შესაბამისი კომისია იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი კახეთში 1 მაისიდან ამოქმედდა.