22 დეკემბერი 2024,   10:01
ვრცლად
ნარკორეალიზატორების საქმე - დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ოჯახი მის უდანაშაულობაზე საუბრობს

ინტერნეტით ნარკორეალიზაციისთვის დაკავებული გიორგი გოგებაშვილის ოჯახის ახლობლები, მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

გოგებაშვილის ახლობლები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გოგებაშვილი უდანაშაულოა. ისინი ასევე კატეგორიულად გამორიცხავენ დაკავებულის ძმის, იაკობ გოგებაშვილის დანაშაულთან შესაძლო კავშირს, რომელიც სამართალდამცველია.

„ისინი არიან ძალიან პატიოსანი და ძალიან კარგად აღზრდილები,“ - აღნიშნავს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და უკანონოდ გასაღების ფაქტზე გიორგი გოგებაშვილი და ნინო გეგელაშვილი პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულთათვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული ორი ახალგაზრდიდან ერთ-ერთის, გიორგი გოგებაშვილის ძმის, იაკობ გოგებაშვილი დანაშაულთან შესაძლო კავშირს ოჯახის ახლობელი კატეგორიულად უარყოფენ.

დღის ამბები