22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
რუსული არხების მაუწყებლობის შესაძლო აკრძალვა - საკითხზე ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის წევრებმა იმსჯელეს 

უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხების მაუწყებლობა საქართველოში - ამ თემასთან დაკავშირებით კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის წევრებმა დისკუსია გამართეს.

შეხვედრაზე მომხსენებლებმა იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რომელიც შესაძლოა მსგავსი არხების მაუწყებლობის შემთხვევაში გაჩნდეს. ღონისძიება "ძალა ევროპაშია" კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. 

„თავდაცვის უნარიანი დემოკრატია ერთის  მხრივ კარნახობს, რომ გარკვეული ზომები შეიძლება მივიღოთ მსგავსი საინფორმაციო აგრესიის თავიდან დასაცავად, მაგრამ მეორე მხრივ, ეს შეზღუდვები თავად არ უნდა იქცეს დემოკრატიულობის საფუძვლისთვის საფრთხის შექმნას. ამიტომ, აქ არ არსებობს ცალსახა პოზიცია, ეს არ არის არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია სადისკუსიო საგანი და დღევანდელი დისკუსიაც ალბათ უფრო გამოკვეთავს კონტურებს, სად გვაქვს მთავარი გამოწვევები და რა შეიძლება იყოს ადეკვატური პასუხები სახელმწიფოს მხრიდან,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ რუსული სატელევიზო არხები მედია საშუალებას არ წარმოადგენენ.

„რუსული სატელევიზიო არხები არ არიან ჩვეულებრივი მედია საშუალებები, ისინი არიან გაგრძელება რუსული სახელმწიფო ფულის, რუსული სახელმწიფო პოლიტიკის,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

დღის ამბები