22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე - მეუფე იაკობი ყოფილ ომბუდსმენს ეკლესიის წინააღდეგ შეთქმულების მონაწილედ ასახელებს

ე.წ. ციანიდის საქმის ახალი დეტალები - ქორეპისკოპოსი იაკობი საეკლესიო სკანდალში ჩართული პირების წრეს აფართოებს. მეუფე იაკობი ყოფილ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, ეკლესიის წინააღდეგ შეთქმულების მონაწილედ ასახელებს. ის იმ საიდუმლო შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც საპატრიარქოში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებიდან, რამდენიმე დღის შემდეგ გაიმართა. ქორეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე უჩა ნანუაშვილი საქართველოს პატრიარქისგან პატიმრობაში მყოფი მღვდლის შეწყალებას ითხოვდა.

ქორეპისკოპოსი დარწმუნებულია, რომ ყოფილ სახალხო დამცველს არა დეკანოზის უდანაშაულობა, არამედ სხვა საეჭვო ინტერესი ამოძრავებდა. მღვდელმთავარი იაკობი ვარაუდობს, რომ ნანუაშვილს შეთანხმება ჰქონდა გარკვეულ ჯგუფთან, რათა ეს საქმე ევროპაში გაეტანა.  

პატრიარქთან შეხვედრას უჩა ნანუაშვილი ადასტურებს და არც იმას უარყოფს, რომ საუბარი პატიმრობაში მყოფი მღვდლის შეწყალებას ეხებოდა, თუმცა ყოფილი სახალხო დამცველის მტკიცებით, ის პატრიარქის მხოლოდ სამართლებრივ რჩევებს აძლევდა.

ნანუაშვილი ამბობს, რომ გაოგნებულია და აინტერესებს რატომ გაახსენდა დახურული შეხვედრა ერთი წლის შემდეგ მეუფე იაკობს.

დღის ამბები