22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
დაპირისპირება ბათუმში საბჭოური სიმბოლიკის გამო - აქციის ორგანიზატორი ლიკა ზახაროვა კაზაკთა პოლკის ჩამოყალიბებას გეგმავდა 

ხმაური და დაპირისპირება ბათუმის ცენტრში 9 მაისის აქციაზე გეორგიევსკის ლენტებმა და საბჭოური სიმბოლიკის გამოჩენამ გამოიწვია. მსვლელობის ორგანიზატორმა "საქართველოს სლავი ხალხების ეროვნული კონგრესის" თავმჯდომარემ, ლიკა ზახაროვამ დემონსტრაციის მონაწილეები არ გააფრთხილა, რომ საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება კანონითაა აკრძალული.

ვისგან იღებს დაფინანსებას ლიკა ზახაროვას სლავების კონგრესი და ვინ აფინანსებს პრორუსულ მსვლელობას საქართველოში - სტატია ამ თემაზე „საქინფორმმა“ გამოაქვეყნა. გამოცემა ამტკიცებს, რომ ზახაროვა საქართველოში აკრედიტებულ რუს დიპლომატებთან ერთად კორუფციულ სქემებშია ჩართული.

რუსეთის საელჩოს მიერ გამოყოფილი დაფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაზე წერილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიგზავნა.

გენერალ გელა ბაქრაძის ინფორმაციით, ლიკა ზახაროვა საქართველოში კაზაკთა პოლკის ჩამოყალიბებას გეგმავდა. კაზაკთა 5000 კაციანი სამხედრო დანაყოფის შექმნის შესახებ ზახაროვამ რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ვოდოლაცკისაც მისწერა.

ლიკა ზახარაოვამ საქართველოში კაზაკთა რაზმი ვერ ჩამოაყალიბა, მაგრამ საქართვლოს, როგორც ტურისტული ქვეყნის დისკრედიტაციას მოსკოვში შეეცადა.

რუსეთის სათათბიროს საპარლამენტო გაზეთის პრესკლუბში ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის ინტერესების სექციასთან ერთად მუშაობს და რომ საქართველოში არა მხოლოდ რუს, არამედ სხვა ქვეყნის ტურისტებსაც რთული ვითარება ხვდებათ. ლიკა ზახაროვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონსაც აპროტესტებს და ამბობს, რომ აფხაზეთში ნამყოფ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში აპატიმრებენ.

„ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარისთვის, არჩილ ჭყოიძისთვის გაუგებარია, რატომ აძლევენ მას საქართველოში თავისუფლად მოქმედების უფლებას ქართველი სპეცსამსახურები.

საქართველოში მოქმედი პრორუსული ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საკმაოდ დიდ ფინანსურ მაქინაციებშია ჩართული ლიკა ზახაროვას მეღულე. რეზო გოგიძე.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები