22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ასობით მოპარული ძროხა ბოლო 4 წელიწადში - წალკაში დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

წალკაში, ბოლო 4 წელიწადში უკვე 400 ძროხა მოიპარეს. ნაწილი პირდაპირ სადგომიდან, ნაწილი კი საძოვრებიდან წაიყვანეს. ვერც ხალხმა და ვერც პოლიციამ ძროხების კვალს ვერ მიაგნო. წალკაში ბოლო ორი წელია, ქურდობის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.

ადგილობრივების მტკიცებით, პოლიციისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, დამნაშავეები არ დასჯილან, დაზარალებულთა რიცხვი კი ყოველ დღე იზრდება. ხალხი წალკაში იმუქრება, რომ თუ პოლიცია ძროხის ქურდებს არ დააკავებს, მაშინ დამნაშავეებს ხალხი საკუთარი ძალებით მოძებნის და დასჯის.

400 მოპარული ძროხის ისტორია იციან წალკის გამგეობაში, თუმცა ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათ არ ეხებათ.

ათობით დაზარალებული ოჯახი, ასობით ათასი ლარის ზარალი - ასეთია ბოლო წლებში საქონლის ქურდობით გამოწვეული შედეგი. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე საქმეზე გამოძიება შეწყდა, რადგან სამართალდამცველებმა დაკარგული პირუტყვი იპოვეს, ერთ- ერთ მათგანზე 2 პირია დაკავებული, 2-ს კი ბრალი აქვს წარდგენილი. დარჩენილ საქმეებზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: თაკო სურგულაძე 

დღის ამბები