გორის რაიონის სოფელ ტყვიავში 2 ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ძმებს, 20 და 22 წლის ახალგაზრდებს მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.
დაშავებულები გორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. შედარებით მძიმეა 20 წლის ვანო ბალიაშვილის მდგომარეობა, რომელსაც ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.