22 დეკემბერი 2024,   08:54
ვრცლად
გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. 2017 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორია სოფელ ხურჩაში რუსული საოკუპაციო ძალების წარმომდგენელმა, რაშიდ კანჯი ოღლიმ, მოკლა.

მკვლელი ამ დრომდე დაუსჯელია. გიგა ოთხოზორიას საფლავზე დღეს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაციონალური მოძრაობის წევრები მივიდნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მკვლელის დასჯას გარდაცვლილის ოჯახი უკვე 2 წელია, ითხოვს.

„როდესაც შენ თვითონ არ სვამ საკითხს მწვავედ, ბუნებრივია, მსოფლიო თანამეგობრობა შენზე მეტს ვერ გააკეთებს. ამიტომ, ეს არის სახელმწიფოებრივი საკითხი, ეს არის ღირსების საკითხი და მანამ, სანამ გიგა ოთხოზორიას მკვლელები დადიან დაუსჯელები თავისუფლებაზე, ხელისუფლება არის უთავმოყვარეო და უპრინციპო.," - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები