11 ოქტომბერი 2024,   22:09
ვრცლად
სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონიდან გამორიყულ კასრში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში მდინარე რიონმა კასრი გამორიყა. ადგილობრივებმა მასში მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის დაუდგენელია გარდაცვლილის ვინაობა, უცნობია სხვა დეტალებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება განძრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დღის ამბები