25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სასამართლო პროცესზე დღეს დამოუკიდებელ ექსპერტებს დაკითხავენ 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესი დღეს განახლდება. იგეგმება დამოუკიდებელი ექსპერტების დაკითხვა, მათ შორის იქნება მაია ნიკოლეიშვილიც.

გაუთქმელობის ხელწერილიდან გამომდინარე ექსპერტები მათი დასკვნის დეტალებზე ვერ საუბრობენ. შესაბამისად უცნობია განსხვავდება თუ არა ის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებისგან.

„სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნას წარვადგენ და დავიკითხებით პროცესზე მე და ბატონი ომარ ჯოხაძე. რა ინფორმაციას მივაწვდი ამას ვერ გეტყვით იმიტომ, რომ გაუთქმელობის გაფრთხილებაზე გვაქვს ხელი მოწერილი. რა შინაარსის იქნება ვერც ახლა და ალბათ ვერც მერე ვერ გეტყვით, მაგრამ დაკითხვაზე ეს გახდება ცნობილი,“-განაცხადა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა.

დღის ამბები