11 ოქტომბერი 2024,   21:55
ვრცლად
სკანდალური საქმის მასალები - კლუბ "ბასიანში" ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ პოლიციას "ქართული მარშის" წევრებმა აცნობეს

ექსკლუზივი - შაბათის კურიერმა ნარკორეალიზატორების საქმის მასალები მოიპოვა. ირკვევა, რომ კლუბ ბასიანში ნარკოტიკების რეალიზაციის შესახებ პოლიციას თავდაპირველად ქართული მარშის წევრებმა აცნობეს.

9 მარტით დათარიღებულ წერილში შს მინისტრ გიორგი გახარიას ლადო სადღობელაშვილი და სანდრო ბრეგაძე წერენ, რომ ბასიანზე ახალგაზრდები იწამლებიან. ამ წერილიდან 12 დღეში შსს-მ გამოძიება და ფარულ მიყურადება დაიწყო.

კურიერის მიერ მოპოვებული საქმის მასალებით ირკვევა, რომ ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ნარკოტიკების გასაღება კლუბ გალერიში ხდებოდა.

21 მარტის პატაკში გამომძიებელი წერს, რომ მოქალაქე სოლომონ მათიკაშვილს აქვს ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზაციის სქემისა და რეალიზატორების შესახებ. სოლომონ მათიკაშვილს საქმეში 5 პირის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული.

გალერის დაცვის უფროსის წინააღმდეგ დაწყებული საგამოძიებო მოქმედებები ისევ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უკვე კლუბ ბასიანში გაგრძელდა. საქმეში დევს გამომძიებლის პატაკი, რომლის მიხედვით, ბასიანზე ნარკოტიკების გასაღება, მათ შორის არასრულწლოვნებზე ხდება. ამ შემთხვევაში კი პოლიციის ინფორმატორი ირანის მოქალაქე, აზიტა ზაკერია.

რამდენიმეტომიან საქმეში რვავე ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იწყება. დაკითხვის ოქმებით კი ირკვევა, რომ დაკავებულებისგან საკონტროლო შესყიდვას პოლიციის თანამშრომლები ან აგენტები ახდენენ. საქმეში არაერთი ვიდეო და აუდიოჩანაწერია, სადაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, კლუბურ ნარკოტიკულ ნივთიერებს ყიდიან.

ოპერატიული მასალის ერთ ნაწილი ღამის კლუბებშია გადაღებულია. აქედან ყველაზე მეტი ჩანაწერი კაფე გალერიდანაა. სავარაუდოდ, კლუბურ ნარკოტიკს დაკავებულები კაფე გალერის საპირპაფარეშოში ასაღებდნენ.

გამოძიება, სავარაუდოდ, მეორე ვერსიაზეც მუშაობს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაკავებულების უმეტესობა კლუბურ ნარკოტიკს კრიპტოვალუტით - ბიტკოინების სანაცვლოდ, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ყიდულობდა. აუდიოჩანაწერებით კი დასტურდება, რომ რეალიზაციისთვის განკუთვნილ აბებს თბილის სხვადსხვა ადგილას მალავდნენ და მყიდველს აპლიკაცია ტელეგრამის მეშვეობით ფოტოს უგზავნიდნენ.

საქმის მასალებით ცნობილი ხდება, რომ დაკავების მომენტში ბრალდებულებს ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერებები უპოვეს, მათ შორის გალერის დაცვის უფროსს 50 აბი ექსტაზი.

12 მაისს ფარული საგამოძიებო მოქმედებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა და სპცოპერაციები ჩაატარა.

რამდენიმესაათიანი ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ღამის კლუბ ბასიანიდან, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერები ამოიღო. სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერები იპოვეს დარბაზში განთავსებული ტახტის სათავსოში, იატაკზე, სკამის ქვეშ და კიდევ რამდენიმე ადგილას.

კურიერის მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში ის ნივთმტკიცებებიც დევს, რომელიც პოლიციამ ღამის კლუბ გალერიდან ამოიღო. ნივთმტკიცებებს შორის არის სიგარეტის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო, სავარაუდოდ, ჰაშიში.

საქმის მასალებში დევს ასევე ბლოუბარის ჩხრეკის ოქმები და ფოტოები. პოლიციამ, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები ამ კლუბიდანაც ამოიღო მათ შორის ჰაშიში ექსტაზი, Mdma და სხვა ნივთიერებები.

დღის ამბები