ახმეტაში სპორტსკოლის დირექტორს სცემეს. მამუკა აბრამიშვილს რამდენიმე პირმა სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა.
ერთ-ერთი ვერსიით, მას ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციაზე უნდა წასულიყო.
დაზრალებულის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ, გამოძიება კი ძალადობის მუხლით დაიწყო.