22 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს - ივანიშვილი საზოგადოებას 26 მაისს ულოცავს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ქვეყანასა და ხალხს პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ულოცავს. პოლიტიკაში ახლადდაბრუნებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა პროგრესული და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების შეიძლება მოვიხსენიოთ. 

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა. ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ და ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა და მემკვიდრე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოსი. მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟზე არსებობდა კოლხეთი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეგულებოდათ ოქროს საწმისი, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ,"-აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

დღის ამბები