კახეთში 63 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს - შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მოხდა. მოკლული ალექსანდრე პაპუნაშვილი მისმა ახლობელმა იპოვა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. ის რამდენჯერმე, მათ შორის თანასოფლელის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი. ერთი-ერთი ვერსიით, პაპუნაშვილის მკვლელობა შესაძლოა შურისძიებას უკავშირდებიდეს.
შსს ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.